ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის #1საჯარო სკოლის ეკოკლუბი “ეპიფიტი”თანამშრომლობას იწყებს რეინჯერებთან. ეკოკლუბმა რეინჯერებს მიმართა თხოვნით თანამშრომლობისთვის იმის თაობაზე, რომ მათი სკოლის ეზოს გამწვანების აქციაში ჩართულიყვნენ.
რეინჯერებმა სკოლაში მიიტანეს ნერგები, რომლებიც გამოყვანილია აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის მიერ დაარსებულ სანერგეში. ეს სანერგე გაკეთდა 2010 წელს და სწორედ ამ წელს დაირგა პირველი ნარგავები.
სანერგეში ორი სახის - იმერული და ქართული მუხა გამოჰყავთ. 2010 წლის შემდეგ ახალი ნერგები დაირგო 2015, 2016 და 2019 წლებში, ეს ნერგები ძირითად ირგვება აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე იქ, სადაც ხეები იშვიათადაა. გარდა ამისა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვა ადგილებშიც.
ეკოკლუბი სამომავლოდაც გეგმავს რეინჯერებთან და აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას.