ქალაქ ზესტაფონის "მომავლის ბიზნეს სკოლის" ეკოკლუბი აქციაში - "ნუ გადაყრი გააჩუქე" - ჩაერთო

2019 წლის 16 ნოემბერს თბილისში ვაკის პარკში ჩატარდა აქცია ,,ნუ გადაყრი, გააჩუქე". რომელიც ორგანიზებული იყო საინიციატივო ჯგუფის მიერ ,,ნუ გადაყრი გააჩუქე" სადაც მონაწილეობა მიიღო ქალაქ ზესტაფონის კერძო სკოლის  - მომავლის ბიზნეს სკოლის ეკოკლუბ "მომავლის ეკოლოგია"  წევრებმა. 

მისწავლეებმა ჩაიტანეს აგრეთვე გასაჩუქებლად სხვადასხვა სახის გამოყენებადი ნივთები. მათ მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ნარჩენების დახარისხებაში, სოციალური ქსელის ლაივით მოუწოდეს საზოგადოებას მიეღოთ მონაწილეობა აქციაში. ღონისძიება გააშუქა რუსთავი2-მა და ტელეკომპანია ფორმულამ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ მომზადებული სიუჟეტი.

https://www.youtube.com/watch?v=k47RoGwWB24