ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ლემშვანიერას" წევრებმა.
ტოლერანტობა არის სოციოლოგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს განსხვავებულის აღქმას, ცხოვრების წესის, ქცევის მიღებას. ხოფურის სკოლის ეკოკლუბელები ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ადამიანი მივიღოთ ისეთი, როგორიც არის.
ლენტეხელი ახალგაზრდების აზრით ადამიანური ქცევით უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებაში თითოეულიადამიანი იყოს დაცული თავისი განსხვავებულობის მიუხედავაად, სკოლაში კი ვეცადოთ დავამკვიდროთ ტოლერანტული მიდგომა საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ.