15 ნოემბერს, სენაკის წმინდა ალქსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბმა, II ა კლასში ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით "ზრუნვა გამოსაზამთრებელ ფრინველებზე”, რომლის მიზანი იყო გარეული ფრინველებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამომუშავების ხელშეწყობა.
ჩატარდა თამაში #ფრინველებისამოცნობა. დაისვა რამდენიმე შემაჯამებელი კითხვა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ შემოდგომაზე დარჩენილ გამოსაზამთრებელ ფრინველებს სჭირდებათ ზრუნვა.
მოსწავლეებმა მიიტანეს სხვადასხვა საშენი მასალისგან გაკეთებული ბუდეები და გავიდნენ სკოლის ეზოში. ეკოკლუბის წევრების დახმარებით ბუდეები მიამაგრეს ხეებზე.
მოსწავლეები ხალისით შეუდგნენ უფროსების დახმარებით პატარა ხის სახლების დაკიდებას ხეებზე.
ეკოკლუბელების აზრით ეს აქტივობა ბავშვებს გამოუმუშავებს მზრუნველობით უნარ-ჩვევებს იმ ფრინველების მიმართ, რომლებიც შემოდგომაზე ჩვენთან რჩებიან და თავიანთი არსებობით გვილამაზებენ გარემოს.
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ ეკოკლუბელები - ანი შამათავა და დუტა ჩიქობავა.