კონკურს “ფოტო–სინთეზი 2016“–ზე განსაკუთრებით იმერეთისა და სამეგრელოს სკოლები აქტიურობენ. მიბაძეთ მათ!

საქართველოს სატყეო პორტალზე ცოტა ხნის წინ დაიწყო ფოტოკონკურსი “ფოტო–სინთეზი 2016“, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აძლევს შანსს ფოტოზე აღბეჭდონ ჩვენი ქვეყნის ველური ბუნება, ატვირთონ სატყეო პორტალის გვერდზე და მოიგონ საინტერესო პრიზები. ამ ეტაპზე განსაკუთრებული აქტიურობით სამეგრელო–ზემო სვანეთისა და იმერეთის სკოლები გამოირჩევიან და ყველაზე მეტი ფოტო სწორედ ამ რეგიონებიდან არის შემოსული. კონკურსის ორგანიზატორები ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონების სკოლებს მოუწოდებს გააქტიურდნენ, გამოაგზავნონ მათ მიერ გადაღებული ფოტოები და შესაძლ;ებელია ნებისმიერი თქვენგანი გახდეს სოლიდური პრიზის მფლობელი! კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფოტოკონკურსში მონაწილეობის წესებს: • კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტირდით ვებგვერდზე forestry.cenn.org • ატვირთეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო/ფოტოები აღნიშნულ ვებ-გვერდზე; ატვირთული ფოტოები, რომლებიც შეესაბამება თემატიკას, განთავსდება CENN-ის გვერდზე. გისურვებთ წარმატებას! აქვე გთავაზობთ უკვე გამოგზავნილი საკონკურსო ფოტოების მცირე კოლაჟს: mari11445715221551112119251_196681973996904_1437856988_o1  11778163_941372795910411_1539381961_n_20150721_1251773016 [caption id="attachment_1366" align="alignnone" width="300"]OLYMPUS DIGITAL CAMERA silamaze_20150721_1894701493[/caption]