ხარაგაულის N3 სკოლის გუნდმა სოციალურ საკითხებზე მოსახლეობის გამოკითხვა აწარმოა

იმერეთში, დაბა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "რკინიგზელების" წევრებმა (უფროსკლასელების მონაწილეობით), ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩაატარეს მცირე მასშტაბის სოციალური კვლევა. მონაწილეებმა შეადგინეს კითხვარი, რომლის საშუალებითაც მიიღეს ინფორმაცია დაბა ხარაგაულში ოჯახების წევრთა ოდენობის, შემოსავლების, დანახარჯების, უმუშევრობა-დასაქმების შესახებ.

მოსწავლეების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ოცდაათი ადამიანი. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ ხარაგაულის თითოეულ ოჯახში საშუალოდ ცხოვრობს ხუთი ადამიანი, რომელთაგანაც საშუალოდ ორი მათგანი დასაქმებულია. გამოკითხული მოქალაქეების 43% ამბობს, რომ ხარჯი არის ბევრად მეტი, ვიდრე შემოსავალი. 40%-მა მოსწავლეებს უთხრა, რომ შემოსავლისა და გასავლის თვიური რაოდენობა ერთმანეთს უტოლდება, ხოლო დარჩენილმა 5%-მა დასძინა, რომ შემოსავალი ხარჯზე მეტია. 

ეს აქტივობა გამომდინარეობს მდგრადი განვითარების პირველი, მეორე და მერვე მიზნიდან.