კახეთში ქალაქ ახმეტის №3 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები 15 ნოემბერს, ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში "აღმოაჩინე საქართველო" გაიარეს ნიკო კეცხოველის წიგნში აღწერილი მარშრუტი ბაბანეურის ნაკრძალის დაცულ ტერიტორიაზე.
მოსწავლეები გაეცნენ იქ არსებულ ეკოსისტემებს. დაცული ტერიტორიის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს ნაკრძალის შექმნის მიზანი და იქ არსებული დაცული ლანდშაფტი.
ეკოლუბთან ერთად სკოლის სხვა მონაწილეებიც იღებდნენ მონაწილეობას და ასევე სსსმ მოსწავლეებიც. სსსმ მოსწავლეებმა შეაგროვეს ხე მცენარეების ფოთლები ჰერბარიუმის შესაქმნელად, ეკოკლუბის წევრებმა გამოთქვეს სურვილი დაწყებითი კლასების ეკოკლუბის წევრებს ჩაუტარონ პრეზენტაცია და გაუზიარონ შთაბეჭდილებები. მოსწავლეებმა მოინახულეს ბაბანეურის მარანიც და აიმაღლეს ცნობიერება ეკოლოგიური განათლების კუთხით.
აღნიშნული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების №4, 15, 17 მიზნებს.