ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს მრავალი ისეთი ადგილი, სადაც დაბინძურების მხრივ მძიმე მდგომარეობაა. ერთ-ერთ ასეთ ადგილს წარმოადგენს მდინარე ხობის სანაპირო.
ქალაქ ხობის N2 სკოლის ეკოკლუბ "მწვანე ექსპერიმენტის" წევრებმა, მდინარის სანაპირო ზოლი (საუბარია სოფელ ჭიხუს ტერიტორიაზე) დაასუფთავეს. დასუფთავების აქცია 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეგროვდა 7200 კილოგრამი ნარჩენი, რომლის უდიდეს ნაწილს პოლიეთილენის ბოთლები წარმოადგენდა.
აქტივობის დროს, ეკოკლუბის წევრები სტერილურ ხელთათმანებს იყენებდნენ. ეკოკლუბელების მიერ მოგროვილი ნარჩენი უახლოეს ნაგვის ბუნკრებში მოთავსდა.
აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების #6, #13 მიზნებს.