CENN–ის კოორდინატორი კახეთის 17 სკოლის მასწავლებელს შეხვდა

პროექტის: "ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში სემინარი გაიმართა, რომლის მიზანი იყო კახეთის რეგიონის 17 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისათვის "ფოტოსინთეზი 2016" ის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სემინარზე დამსწრეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კორნკურსის პირობებისა და მათ მათ მიერ სკოლებში განსახორციელებელი აქტიბობების შესახებ. გარდა ამისა, პედაგოგებმა მოისმინეს და პრაქტიკულად გაიარეს სატყეო პორტალის მნიშვნელობისა და გამოყენების შესახებ. პედაგოგების ინფორმაციით უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ისინი სკოლებში სემინარებს ჩაატარებენ და მოსწავლეებთან ერთად დაიწყებენ ფოტოსინთეზი 2016-ფოტომონადირისათვის მზადებას. პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ის მიერ, პროექტის ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში. პროექტის პარნიორია დაცული ტერიტორების სააგენტო. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) 12 3