სატყეო პორტალის მკითხველებს ექსკლუზიურად გთავაზობთ ჯავახეთში, კარწახის ტბის მიდამოებში დაფიქრისებული იშვიათი ძუძუმწოვრის - ბრუცას ვიდეოს. ვიდეოს ავტორია ნია ნემსაძე.
ბრუცა (ლათ. Spalax) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ბრუცასებრთა ოჯახისა. აქვთ 35 სმ-მდე სიგრძის მსხვილი სხეული, რუდიმენტული თვალები. ცხოვრობენ მიწაში, სადაც გრძელი საჭრელი კბილებით თხრიან სავალებს. იკვებებიან მცენარეთა მიწისქვეშა ნაწილებით. საქართველოში (წალკაში, ახალქალაქის ზეგანზე) გვხვდება ერთი სახეობა თეთრკბილა ბრუცა (Spalax leucodon).