მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,პრაიდი’’ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მაძიებელთა შორის რამოდენიმე წელია იღებს მონაწილეობას. ეკოკლუბელებმა 2020 წლის სასკოლო პრემიაში მონაწილეობისათვის უკვე შეადგინეს სამოქმედო გეგმა და არაერთი საინტერესო აქტივობა აქვთ დაგეგმილი. თბილისელ მოსწავლეებს დაგეგმილი აქვთ:
1. მდგრადი განვითარების მიზანთან, ეკოლოგიურ პრობლემასთან დაკავშირებული, კონკრეტული არეალის კვლევა ხანგრძლივი დროის მანძილზე (ლეჩხუმი).
2. ეკოკლუბში ჩართულ სკოლასთან ან საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობითი სტრატეგია: საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, თბილისის N176 საჯარო სკოლასთან.
3. მემორანდუმის გაფორმება საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან (ეკოტურიზმის ორგანიზაციასთან)
4. სამუშაო შეხვედრები ეკოტურიზმის არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ეკოკლუბის ჩართულობა საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში მიმდინარე ლექცია-პრეზენტაციებზე.
5. სასკოლო აქტივობები: კვლევები, დასუფთავებითი აქტივობები, სკოლის ტერიტორიაზე გამწვანებითი ღონისძიებების მოწყობა.
6. თანამშრომლობა სკოლებს შორის (176-ე სკოლა). ერთობლივი ღონისძიება - სოციალურად დაუცველ ოჯახებთან კავშირი, დასუფთავების აქციის მოწყობა.
7. თავისუფალი გაკვეთილების ჩატარება - მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანთან კავშირში - ,,აღმოაჩინე საქართველო’’. პრეზენტაციების მოწყობა სხვადასხვა კლასებში ჩვენებით.
8. ნიკო კეცხოველის წიგნების გაცნობა და მისი ერთ-ერთი მარშრუტის გავლა.
9. კვლევა მონიტორინგი. რამოდენიმე ადამიანის გამოკითხვა ეკოლოგიურ პრობლემასთან მიმართებაში.
10. საავტორო სტატიის მომზადება კოლხური ბზის პრობლემებთან დაკავშირებით.