შიდა ქართლში, ქალაქ გორის N4 სკოლის ეკოკლუბის "ჩვენ და ბუნება"-ს სამუშაო შეხვედრაზე ბავშვებმა გადაწყვიტეს ეთანამშრომლათ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის - ერგნეთ-მამისაანთ უბნის სკოლასთან.
მოსწავლეებმა სოციალური ქსელით დაამყარეს კონტაქტი და შეთანხმდნენ შეხვედრის დღეზე. 2019 წლის 31 ოქტომბერს, ეკოკლუბის ოთხი წევრი და პედაგოგი ესტუმრნენ ერგნეთ-მამისაანთ უბნის სკოლას.
მოსწავლეებთან მოაწყვეს ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის პრეზენტაცია, სამუშაო შეხვედრა. ერგნეთის სკოლის მოსწავლეებმა დიდი სურვილი გამოთქვეს ჩართულიყვნენ სასკოლო კონკურსში და გორელი თანატოლები მათ დაეხმარნენ რეგისტრაციის ველის შევსებაში.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი მოსწავლეები.