ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში "თანამედროვე განათლების აკადემია" ჩაერთო

"თანამედროვე განათლების აკდემია" ჩაერთო ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიაში. 7 ნოემბერს ეკოკლუბი "CEA განვითარებისთვის" პირველად შეიკრიბა.

კლუბში გაწევრიანებულია VII-X კლასის რვა მოსწავლე და აკადემიის ორი მასწავლებელი. მონაწილეები აღნიშნულ შეხვედრაზე გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს. ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები თუ რა აქტივობები შეიძლება განახორციელოს აკადემიამ მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად და  შეადგინეს სამოქმედო გეგმა.

სამოქმედო გეგმაში გაწერილია კლუბის მიზნები და ამოცანები, ასევე აქტივობები, რომლის განხორციელებასაც გუნდი გეგმავს.

კლუბის გუნდმა გადაწყვიტა რომ გუნდის შეხვედრები ექნებათ ყოველკვირეულად, რომელზეც გაიწერება კონკრეტული აქტივობები. კლუბი ასევე შეთანხმდა, რომ კლუბს ექნება ლოგო, რომლის შექმნაზეც მუშაობა კლუბის წევრებმა უკვე დაიწყეს.