მესხეთში, ვალის N1 სკოლის ეკოკლუბმა ქალაქის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა

მესხეთში, ქალაქ ვალის N1 სკოლის ეკოკლუბ "ეკოთაიმის" წევრებმა ცოტა ხნის წინ  შეიმუშავეს პროექტი სახელწოდებით: "იზრუნე შენს ქალაქზე". აღნიშნული პროექტის მიზანია შეამცირონ მათ ქალაქში  დაბინძურებული ადგილების რაოდენობა.

პროექტი დაიწყო 9 ნოემბერს. შეიქმნა ჯგუფი, რომელიც სამი თვის განმალობაში იზრუნებს ქალაქის სისუფთავეზე (დაასუთავებენ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებს, გამოკითხავენ მოსახლეობას და სხვა...).

ვალის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა10 ნოემბერს გადაწყვიტეს დაესუფთავებინათ ქალაქში არსებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორია.

ვალის N1 სკოლის ეკოკლუბი, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.