თბილისის N176 სკოლის ეკოკლუბმა "ეკოტინმა" ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში გააფორმა მემორანდუმი ფონდ "ვარ კეთილთან".
შეხვედრა მოხდა 176-საჯარო სკოლაში . კერძოდ ხელშეკრულება დაიდო ეკოკლუბ "ეკოტინის" წევრ დანიელ ხარატიანსა და ფონდ "ვარ კეთილის" თავმჯდომარე ლევან გულუას შორის.
ორივე მხარის თანამშრომლობით უკვე განხორციელდა სიკეთის აქცია. შეხვედრაზე მოხდა საუბარი მომავალ გეგმებზე, კერძოდ კი გასვლით გაკვეთილებზე, რომელიც მომავალში ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდება.
მემორანდუმის გაფორმების შემდგომ გაიმართა საგანმანათლებლო ლექცია , რომელსაც დაესწრო ფონდ "ვარ კეთილის" თავმჯდომარე ლევან გულუა. ეკოკლუბი "ეკოტინი" დიდ იმედებს ამყარებს მომავალ თანამშრომლობაზე .