ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "Ecogirls" ჩაატარა დასუფთავებითი აქცია, სადაც მოხალისეები იყვნენ კლუბის წევრები და ამავე სკოლის მოსწავლეებიც.
ამ გარემოსდაცვითი აქციის მიზანი იყო დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება, მაგალითის მიცემა ყველა თაობის ადამიანისთვის და გავაზის სკოლის ეკოკლუბის პოპულარიზაცია სოფელში.
ეკოკლუბის ყველა მიზანი იქცა შედეგად. მოხალისეებმა დაასუფთავეს ცენტრალური ქუჩები, მისცეს მაგალითი როგორც მცირეწლოვან ბავშვებს, ასევე უფროს თაობას. ასევე პოპულარიზაცია გაუწიეს სკოლის ეკოკლუბს "Ecogirls".
აქციის ფარგლებში დასუფთავდა სკოლისა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები, ცენტრალური ქუჩები სოფლის ცენტრამდე. ჯამში შეგროვდა 15 ტომარა ნარჩენი.
აღსანიშნავია, რომ სოფლის ასაკოვანმა მკვიდრებმა გამოიჩინეს ინიციატივა შეერთებოდნენ აქციას.