2019 წლის 6 ნოემბერს ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე შეიმუშავეს თანამშრომლობის სტრატეგია. მათ ჩამოწერეს კლუბის დაინტერესებული მხარეების ჩამონათვალი, სამიზნე ჯგუფები.
“ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020”_ის ფარგლებში ს.ს.ი.პ ქალაქ ჭიათურის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მიერ დაინტერესებული მხარეები იქნებიან:
ქალაქ ჭიათურის მოსახლეობა - ისინი, ვინც ისარგებლებენ ეკოკლუბის მიერ განხორციელებული ცვლილებებით ქალაქში. გუნდი მათთან კომუნიკაციას მოახდენს სამუშაო შეხვედრების მოწყობითა და იდეების გაზიარებით, ასევე ქალაქში სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით გამოკითხვების ჩატარებით;
ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლები - პარტნიორები საერთო მიზნების მიღწევაში. გუნდი მათთან ერთად დაგეგმავს და განახორციელებს სხვადასხვა სახის აქციას, ჩაატარებს ტრენინგებს ამ სკოლებში;
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია - პარტნიორი საერთო მიზნების მიღწევაში. გუნდი ჩაერთვება მერიის მიერ დაგეგმილ ყვველა ღონისძიებაში, გააცნობს მას საკუთარ იდეებს და მიმართავს დაგეგმილი პროექტების განხორციელების დროს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის;
“ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულო” - პარტნიორი საერთო მიზნების მიღწევაში. გუნდი ჩაერთვება ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ყველა აქტივობაში, გააცნობს მას საკუთარ გეგმებს და დაგეგმავს საერთო აქტივობებს.
წითელი ჯვრის ფილიალი ჭიათურაში - პარტნიორი საერთო მიზნების მიღწევაში. გუნდი გააცნობს ორგანიზაციას საკუთარ საქმიანობას, აღუთქვამს დახმარებას ყველა დაგეგმილ პროექტში შეძლებისდაგვარად.
“იმერვიზია” - პარტნიორი ტელევიზია. გუნდი მუდმივად მიმართავს ტელეკომპანიას აქტივობების გაშუქებისთვის, რითაც საზოგადოება უკეთ მიიღებს ინფორმაციას ეკოკლუბის საქმიანობის შესახებ.
სსმ პირები - ისინი საჭიროებენ ჩვენს დახმარებას საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ეკო-კლუბი განახორციელებებს აქტივობებს მათთან ერთად. ჭიათურის #12 სკოლა სწორედ სსმ პირებისთვისაა განკუთვნილი.