ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის "მწვანე ექსპერიმენტის" წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა.
ეკოკლუბის სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი , რომელთა მდგომარეობის გაუმჯობესებით დაჩქარდება მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარება.
"მწვანე ექსპერიმენტის" წევრების აზრით, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება, რაც მათ საზოგადოებრივ თვითშეგნებას აამაღლებს. ეკოკლუბი აპირებს ჩაატაროს მრავალფეროვანი აქტივობები ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
როგორც ეკოკლუბელები ირწმუნებიან, აქტივობები გამორჩეული იქნება მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით.