ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ჩართულმა ზუგდიდის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს სოფელში არსებული სამკურნალო წყლის შესწავლა. ამ მიზნით კლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად მოაწყვეს ლაშქრობა მდინერე ჩხოუშიას ხეობაში, სადაც მდებარეობს სამკურნალო წყალი.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდნენ და ინტერვიუ ჩაწერეს სოფლის უხუცესებთან, წყლის აღმოჩენის, მისი სამკურნალი თვისებების შესახებ. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს წყალი აღმოუჩენია სოფელ ჭკადუაშში მცხოვრებ დადიანს. ხოლო 70-80-იან წლებში 15 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი გაუთხრიათ.
ამ წყალს იყენებდნენ რევმატიული დაავადების, თვალის , კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ. დღესაც აქტიურად ხმარობს მოსახლეობა და კმაყოფილიც არის. სოფელ ჩხორიის სკოლის ეკოკლუბი აპირებს აღნიშნული სამკურნალო წყლის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვოს.