თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის"ბუნების ნორჩი მცველების," ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა სკოლის ეზოს დასუფთავების და მოწესრიგების აქცია სახელწოდებით: "სუფთა სკოლის ეზო მოსწავლეებს".
"აქციის განსახორციელებლად მივმართეთ CENN-ის კორდინატორს კახეთის რეგიონში - კახაბერ სუხიტაშვილს, რომელმაც სამუშაო ხელთათმანებით, პირბადეებით და პოლიეთილენის ნაგვის პარკებით გაგვიწია დახმარება. მნიშვნელოვანი იყო ფოთლის შეგროვება და ერთ ადგილზე მოთავსება, რომელმაც უნდა გაიაროს ბუნებრივი კომპოსტირების პროცესი,.გაზაფხულზე მივიღებთ სასუქს და მას სკოლის ეზოს მცენარეებს მივაწვდით" - ამბობენ სოფელ გულგულის სკოლის ეკოკლუბელები.