25 ნოემბერს სამეგრელოში, სოფელ მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეგრისის“ წევრები და კლუბის მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენლები. ეწვივნენ კირცხის სკოლას ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ეკოკლუბ „კირცხი და ძელქვების“ წევრებთან. შეხვედრის მიზანი იყო გაცვლითი ტრენინგები კლუბებს შორის.
ეკოკლუბ კირცხი და ძელქვების ტრენინგი ეხებოდა ძირითადად ხეების დარგვისა და მოვლის საკითხებს. ყურადღება გაამახვილეს გადაშენების პირას მყოფი ზოგიერთი მცენარის შენარჩუნებაზე მაგალითადდ, როგორიცაა ალუჩა. საინტერესო იყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძელქვების დათვალიერება და მათი ისტორიის, აწყმოსა და მომავლიის შესახებ ინფორმაციის მიღება.
ეკოკლუბ ეგრისის წევრების მიერ ჩატარებული ტრენინგი ეხებოდა თემას „გარემოს დაცვა და გენდერული თანასწორობა“. ტრენერები ძირითადად ეყრდნობოდნენ სახელმძღვანელოს „გზამკვლევი სკოლის მოსწავლეებისათვის“.
ყურადღება გამახვილდა გენდერთან დაკავშირებულ ტერმინებზე, თუ რატომ უნდა ვიცოდეთ მეტი გენდერის შესახებ. ამასთან მდგრადი განვითარების მე-5 მიზანი ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის როლის ამაღლებას. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში გამოყენებული იყო კითხვა-პასუხი მსჯელობა, ყველა დაინტერესებულს შეეძლო გამოეთქვა საკუთარი აზრი, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, მსმენელებს მოეწონათ გარემოს დაცვისა და გენდერის ურთიერთ-დამაკავშირებელი ინფორმაციები.
აღნიშნული შეხვედრა შეესაბამებოდა მდგრადი განვითარების მე-5, მე-15 და მე-17 მიზნებას.