ოქტომბრის დასაწყისში თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა, ყურსასმენებით მიმავალ სკოლის მოსწავლეს მატარებელი შეეჯახა. ბავშვი მძიმე ტრამვებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თებერვალში მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა ანალოგიური შემთხვევა, მერვეკლასელი მოსწავე სკოლიდან მიდიოდა, მატარებელმა მრავალჯერ მისცა გამაფრთხილებელი სიგნალი, წინ დედა იდგა, მთელი ხმით ყვიროდა, ხელებს იქნევდა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე შემთხვევაში ყურსასმენებით მოძრაობდნენ ბავშვები. რომ დავფიქრდეთ რა არის ყურსასმენი ახალგაზრდა თაობისთვის მეგობარი, თუ ჩუმი მტერი?
ყურსასმენებთან დაკავშირებით სასკოლო პროექტი განახორციელა დაბა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბმა ,,მწვანე სამყარო".
პროექტი: ,,ყურსასმენი მეგობარი, თუ ჩუმი მტერი?"
აქტივობა | განხორციელების პერიოდი | პასუხისმგებელი პირი |
1.ცეკვების საღამო ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკით | 7 ოქტომბერი/2019 წელი | თეკლა ებანოიძე/მოსწავლე |
2.კვლევის ჩატარება სკოლის მოსწავლეებში, ყურსასმენებთან დაკავშირებით. | 8-9 ოქტომბერი/2019 წელი | მადონა ულუმბელაშვილი/კლუბის ლიდერი პედაგოგი |
3.კვლევის ჩატარება ქუჩაში უფროსი ასაკის ადამიანებთან | 10 ოქტომბერი | თეა ტალახაძე/კლუბის მეგობარი |
4.პრეზენტაცია-ხმაურის გავლენა ადამიანის სმენაზე | 11 ოქტომბერი | ნათია კამკამიძე/მოწვეული სპეციალისტი აწს უნივერსიტეტიდან. |
5.პროექტის ,,ყურსასმენი მეგობარი, თუ ჩუმი მტერი?" შეჯამება კვლევის შედეგებზე დაყრდნობით | 15 ოქტომბერი |
თეა ტალახაძე, მადონა ულუმბელაშვილი |
პროექტის გახორციელების მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ხმაურთან, ყურსასმენებში ბოლომდე აწეული ხმით მუსიკის მოსმენასთან და ადამიანის სმენასთან დაკავშირებით. პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფი ახალგაზრდები, სკოლის მოსავლეები იყვნენ, თუმცა კვლევისთვის შეირჩა უფროსი ასაკის ადამიანებიც. აღნიშნულმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში და ყველა სიხარულით ჩაერთო პროცესებში. თავდაპირველად გახორციელდა ცეკვების საღამო ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკით. ამ დროს დაკვირვების ობიექტი იყო მონაწილე ბავშვები, რამდენად კარგად გრძნობდნენ თავს მუსიკის ფონზე, ხომ არ უქმნიდათ დისკომფორტს ხმამაღალი ტონალობა. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდობა უპირატესობას ასეთ მუსიკას ანიჭებს და ხმის დაწევამ უფრო გამოიწვია მათში გაღიზიანება.
ყურსასმენებთან დაკავშირებით სკოლაში სულ 47 მოსწავლე გამოიკითხა, 15 უფროსი ადამიანი სკოლის გარეთ.
გამოკითხული მოსწავლეების 60% აქტიურად მოიხმარს ყურსასმენს. 40% ხმას ხმამაღლა უწევს, 60% ხმას არეგულირებს. 55% მუსიკის მოსმენა დამოკიდებულებაში აქვს გადაზრდილი, 80% ქუჩაში ყურსასმენით მოძრაობს. ინფორმაციას ხმამაღალი მუსიკის უარყოფითი გავლენის შესახებ 50% ფლობდა. ხოლო სხვა ნივთში გასაცვლელად ძალიან ცოტამ გაიმეტა ყურსასმენი. გამოკითხულ მოსწავლეებს აგრეთვე აქვთ ინფორმაცია ყურსასმენებთან დაკავშირებული მომხდარი ტრაგედიის შესახებ, ისინი ამბობენ, რომ ქუჩაში ხმამაღლა არ უსმენენ და ფრთხილობენ მოძრაობისას. ხოლო უფროს ადამიანებს ვკითხეთ, მოსწონდათ თუ არა ქუჩაში ყურსასმენით მოძრავი ახალგაზრდობა, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია ხმაურის უარყოფით გავლენაზე ადამიანის სმენასთან დაკავშირებით და რამდენად ხშირად უწევდათ ქუჩაში ყურსასმენებით მოძრავი ბავშვების გაფრთხილება, გზის გადაკვეთისა, თუ ტრანსპორტში მოძრაობისას.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები წუთიერი სიამოვნებისთვის საკუთარ ჯანმრთელობას დიდად არ უფრთხილდებიან. მოსწავლეებმა ადამიანის სმენაზე ხმაურის გავლენის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (რომელიც ჩვენი პარტნიორია და ხშირად გვიწევს დახმარებას, კონსულტაციას) მოწვეული სპეციალისტის ნათია კამკამიძის მიერ. ქალბატონმა ნათიამ ბავშვებს გააცნო, როგორც ვიზუალური, ასევე ლექციის ტიპის რესურსი ხმაურის გავლენაზე.
მან აღნიშნა, რომ ,,შიგნითა ყურათან დაკავშირებულია სმენის ნერვი, რომელიც სმენის იმპულსს ატარებს თავის ტვინამდე. სმენის ნერვს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ხმის აღქმაში. შესაძლებელია, დაზიანდეს სხვადასხვა მნიშვნელობის დროს. ამ მხრივ საშიშროებას წარმოადგენს მაღალი ბგერები და ხმაური. ნატიფია სმენა, როდესაც ადამიანს შეუძლია ყველაზე დაბალი ხმის, ჩურჩულის აღქმაც კი. მაგრამ თუ ხდება ხმის მატება, მაღალ ტონალობაზე საუბარი, ნელ-ნელა ხდება სმენის ნერვის დაბლაგვება, ადამიანის მიერ ხმის აღქმის უნარი ქვეითდება, სმენა უხეშდება, ანუ ბლაგვდება. რაც უფრო ხშირად ხდება მაღალ ხმაზე საუბარი, ან სატელევიზიო გადაცემის, ან მუსიკის მოსმენა, ეს აჩქარებს ადამიანის სმენის დაბლაგვებას, სიჩლუნგეს. რაც შეეხება თანამედროვე მიღწევებს, ყურსასმენებს. რა თქმა უნდა ყურსასმენი აადვილებს გარემოსგან, ადამიანის განცალკავებას, თავისი პატარა სამყაროს შექმნას, მაგრამ შესაძელოა ყურსასმენი გახდეს ადამიანის სმენის სიჩლუნგის მიზეზი. დღის მანძილზე ხანგრძლივად ხდება, ყურსასმენებით ხმამაღლა სიმღერების მოსმენა, ეს აჩქარებს ადამიანის სმენის დაქვეითებას, განსაკუთრებით მოზარდთა პერიოდში წამოვიდა ამ ბოლო წლებში. საჭიროა, გაითვილისწინონ მოზარდებმა, რომ შეიძლება გამოიყენონ ყურსასმენი აპარატები, ოღონდ უნდა დაარეგულირონ ხმის სიმაღლე ყურსასმენ აპარატში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის აკრძალული ყურსასმენები, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ხმის ტემბრი, რომლითაც უსმენენ მოზარდები ყურსასმენში ამა თუ იმ ნაწარმოებსა, თუ სიმღერას. აღსანიშნავია, რომ ხმამაღლა სმენის შემთხვევაში თვითონ ყურს ყურსასმენების აგარეთ არსებული ხმაურის აღქმის ნაკლები უნარი რჩება, რამაც შესაძლებელია საფრთხეები შეუქმნას თავად მოზარდს თუნდაც ქუჩაში გადასვლის დროს, მეტროში მგზავრობისას, ტრანსპორტში მოძრაობის შემთხვევაში. რისი მაგალითიცა ახლახანს მომხდარი ტრაგედია.
გასათვალისწინებელია შემდეგი რამ: 1. ყურსასმენებში თანაბარი,ან ჩუმად ჩაწეული ხმით მოსმენილი მუსიკის ხმა უფრო სასიამოვნოდ მოსასმენია და ყურისთვის აღქმადი. 2.სმენის აღქმის თვალსაზრისით, უფრო ნატიფ სმენას გვინარჩუნებს. დაბალ ხმაზე მუსიკის მოსმენა უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, რადგან ყურსასმენებს ძირითადად ტრანსპორტში, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვიყენებთ"
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სასკოლო აქტივობა გამომდინარეობდა მდგრადი განვითარების მე-3, მე-4, მე-16 და მე-17 მიზნებიდან.