ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბი დაუმეგობრდა და 2019 წლის 28 ოქტომბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის გ ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოლუბს ესტუმრა.
შეხვედრა საინტერესოდ და სასიამოვნოთ წარიმართა. როკითის მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მასპინძლების უძველესი სკოლა, განსხვავებული ინფრასტრუქტურა, ხის მოაჯირებიანი ღია დერეფანი,რომელიც აკრავს მთელ სკოლას, მართლაც ჯანსაღი ატმოსფეროა, რადგან მოსწავლეები დასვენებაზე სუფთა ჰაერზე არიან. ბუხარი ყველა საკლასო ოთახშია, ამას ხელს უწყობს ლამაზი ეზო და ახალი გაზონები, სადაც რემონტი დამთავრების პროცესშია. მოსწავლეება ისაუბეს, კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებზე მოხდა აზრების გაცვლა-გაზიარება.
ბაღდათელმა და მარტვილელმა ეკოკლუბელებმა ერთად გაიარეს ნიკო კეცხოველის გზა, დალაშქრეს ბალდისა და მარტვილის კანიონები. კაღუს (ჟუჟღის) ჩანჩქერი. რომელიც მდინარე აბაშის ხეობაში მდებარეობს. გამოირჩევა ულამაზესი გარემოთი, კანიონის ტერიტორიაზე ეკო კლუბელებმა დააფიქსირეს კოლხური ტყის უნიკალური სახეობები: წაბლი, უთხოვარი, მუხა, ძელქვა, კუნელი, ბზის მთლიანად განადგურებელი ასწლოვანი ხეები, რომელიც ბზის ალურას მავნე მოქმედების შედეგია. გზად მცირე დანაგვიანებული ადგილი დაასუფთავეს და სანაგვე ურნაში ჩაყარეს. ყურადღება მიიპყრო მოსახლეობის აივნებზე ლამაზად დაკიდებულმა ხურმის ჩირის ფარდებმა. რაც სოფლის მდგრადობაზე მიუთითებს.
მარტვილის კანიონში ეკოკლუბელებს მეგზურობა რეინჯერმა ეკა ბაჩილავამ გაუწია, ნახეს დადიანების ბილიკი, კირქვის ბუნებრივი ხიდები, გადასახედი პლატფორმები, ჩანჩქერები, განმარხებული ნიჟარები და ზღვის ზღარბები. კანიონის ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა წავების და მდინარე აბაშის წყალში კალმახების, წვერების, ქაშაყების რაოდენობამ. როკითის მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს და ბაღდათში დაპატიჟეს. დაიგეგმა ნიკო კეცხოველის გზის-საირმე ბაღდათის გავლა.
ლაშქრობა გაგრძელდა ოკაცეს კინჩხის ჩანჩქერსა და ტბაზე, უკან დაბრუნებულებმა ნახეს ოკაცეს კანიონი, ეს ბუნების ძეგლი სოფ. გორდის მიდამოებში მდებარეობს. გაიარეს საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკში და 780 მ სიგრძის კიდული ბილიკი. ყურადღება მიიპყრო სხმარტლით დახუნძლულმა ხეებმა.