გორის N4 სკოლის მოსწავლეებმა გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია დევნილ თანატოლებთან ერთად დაასუფთავეს

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ გორის N4 სკოლის  ეკოკლუბის წევრებმა  მოაწყეს ლაშქრობა ცნობილ ისტორიულ ძეგლზე - გორიჯვარზე.  ლაშქრობის მიზანი იყო გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი და დასუფთავება.

გორელმა მისწავლეებმა მოაგროვეს ამ ტერიტორიაზე არსებულ ნარჩენები: პოლიეთილენის პარკები, პლატმასისა და მინის ბოთლები და სხვა... ბავშვებმა შეგროვებული ნარჩენები ჩაიტანეს საკუთრივ ქალაქ გორში ნაგავსაყრელზე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს სსსმ პირმა და სამაჩაბლოდან დევნილმა ბავშვებმა.