მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N 1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "ტელუსი" ახორციელებს პროექტს: "გენდერული სტატისტიკა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის", პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაივლიან ტრენინგებს და ჩატარდება შემაჯამებელი კონფერენცია.
ტრენინგების მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გენდრულ მონაცემთა სტატისტიკის და მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და წახალისება, დამსწრე აუდიტორიის კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარება.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას მდგრდი განვითარების მიზნების შესახებ, გაეცნობიან გენდერულ სტატისტიკას, იმსჯელებენ ისეთ თემებზე როგორიცაა: ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში, ქალი და ოჯახი, სოფლად მცხოვრებ ქალთა მდგომარეობაზე და ა.შ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://drive.google.com/file/d/1ZhIj8yrpkaPT1B9AajErh9m6T563dW-Q/view?usp=sharing
პროექტი უკავშირდება მდგრადი განვითარების 5, 16, 1, 2, 3, 4, 8, 10 მიზნებს.