ხარაგაულის სოფელ ბორის საჯარო სკოლაში, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ამავე სკოლის მოსწავლემ საინტერესო პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის ეკოკლუბი "ჯეირანი".
პრეზენტაციის ფარგლებში ეკოკლუბელები გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს. გაიგეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის ეს მიზნები. მოსწავლეებმა თითოეული მიზანი სათითაოდ განიხილეს და განმარტეს.
"ეს პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა კლუბის თითოეული წევრისათვის, რადგან ამ პრეზენტაციის საშუალებით მიღებული ინფორმაცია გამოიყენეს შემდეგ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში აქტივობების სწორად წარმართვისათვის" - ამბობს სოფელ ბორის ეკოკლუბის ლიდერი, გვანცა ქოჩიაშვილი.
აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-4 და მე-17 მიზნებს.