პირველი მოწყობილობა, რომლის საშუალებით ადამიანმა შეძლო დროის გაზომვა მზის საათი იყო. მას შემდეგ კაცობრიობის განვითრებასთან ერთად ნელ-ნელა დაიხვეწა საათის გამოყენებაც, ფორმაც და ფუნქციაც. დღეს ყველანაირი ფორმისა და ზომის საათებს შეხვდებით. საქართვველოში უამრავი კომპანიაა, რომლებიც საათებს ამზადებენ. თუმცა მხოლოდ ერთი მათგანის საათებს ატარებს ამერიკის სამი სენატორი. 23 წლის სოფი გურასაშვილი და ნიკა გიგაია სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც უკვე ერთი წელია წარმატებით უძღვებიან ბიზნესს. „თბილისი თაიმსი“ ხის საათების ინოვაციის ავტორებს ესაუბრა.
რამ განაპირობა თქვენი ამ პროფესიით დაინტერესება და როდის შექმენით საათები?
– ბავშობიდან განსაკუთრებით მხიბლავდა ეს სფერო, ყოველთვის მინდოდა საკუთარი ბიზნესი მქონოდა, იქიდან გამომდინარე რომ მე და ნიკას საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდა, გადავწყვიტეთ საკუთარი პროდუქცია შეგვექმნა. ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ ერთად შეგვექმნა ქართული ბაზრისთვის განსხვავებული და საინტერესო პროდუქცია. იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს მაჯის საათები, გადავწყვიტეთ, თავად გვეცადა და დაგვემზადებინა ხელნაკეთი, ხის მაჯის საათი. საათების დამზადება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოგვედგინა, თუმცა დიდი შრომის შედეგად, მაინც შევძელით რამდენიმე მოდელის დამზადება. პირველი გამოფენა დაახლოებით 1 წლის წინ თბილისი მოლში გვქონდა, სადაც ჩვენმა საათებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ძირითადად რა მასალისგან ამზადებთ საათებს?
– საათებს სხვადასხვა სახეობის ხისგან ვამზადებთ, ჯერ–ჯერობით ვიყენებთ კაკლის, წიფლის, მაკაგონის და ბზის ხეებს, თუმცა უახლოეს მომავალში მასალის დიდ არჩვანს შევთავაზებთმომხმარებელს. მასალიდან გამომდინარე ვცდილობთ ვიზრუნთ გარემოზე, არ მოვჭრათ ხე, ამიტომმონარჩენი ხეებისგან ვაზადებთ . საათების გარდა ვამზადებთ ხელნაკეთ ბლოკნოტებს და ალბომებს, ბრენდი წიგნაკის სახელით.
როგორ შეძელით თავის დამკვიდრება ბაზარზე? საწყის ეტაპზე რა სირთულეები შეგხვდათ?
– ბიზნესის დაწყება და ბაზარზე დამკვიდრება საერთოდ არ ყოფილა ჩვენთვის რთული. რადგან გვქონდა ორი უმთავრესი რამ: იდეა და ენთუზიაზმი. იდეის განხორციელებისთვის, ბაზარზედამკვიდრებაში თავად მომხმარებლები დაგვეხმარნენ. ყველა ჩვენი მომხმარებელი არის ჩვენი მეგობარი, მათგან ბევრ საინტერესო რჩევას ვიღებთ, რაც გვეხმარება განვითარებაში.
გაიხსენეთ თქვენი პირველი წარმატება, პირველი საათის შექმნის ისტორია?
- პირველ და მთავარ წარმატებად „ჰენდის“ დაარსებას ვთვლით, რადგან ხის საათების დამზადებაიმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოგვედგინა, ბევრი რამის სწავლა დაგვჭირდა, ორთვიანიდაუღალავი შრომის შედეგად შევძელით პირველი საათის შექმნა, პირველი მოდელი იმდენადგანსხვავდება დანარჩენებისგან, რომ ახლა ჩვენც გვეცინება, მაგრამ განსაკუთრებულად გვიყვარს.
საქართველოს გარდა, თქვენი საათები გადის თუ არა სხვა ქვეყანაში?
ჯერჯერობით რესურსის არქონის გამო ვერ ვახერხებთ დიდი რაოდენობით წარმოებას დასაერთაშორისო ბაზარზე შესვლას. თუმცა გვყავს მომხმარებლები რუსეთიდან, უკრაინიდან დასომხეთიდან.
გაიხსენეთ, ის ცნობილი ადამიანები, რომელთაც შეუძენიათ თქვენი ხელთნაკეთი ნივთები?
- გამოვყოფდით ამერიკის სენატორებს: ჯონ მაკკეინსს, ლინდსი გრემის და ემი კლობუჩარს. როდესაცსენატორები საქართველოს ესტუმრნენ, ტექნოპარკში ჩვენს პროდუქციას გაეცნენ, მათ იმდენადმოეწონათ ჩვენი საათები, რომ საქართველოს სახელით სამივე სენატორს საჩუქრად გადაეცათ.
როგორია ფასები და ყველას შეუძლია თუ არა მათი შეძენა?
– ფასები 100 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს, ფასი დამოკიდებულია მასალის ხარისხზე.
რას გეგმავთ მომავალში? აპირებთ თუ არაბიზნესის გაფართოებას?
– იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საათები დიდი მოწონონებით სარგებლობს, ვფიქრობთ გაფართოებაზე. უახლოეს მომავალში ვაპირებთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, პროდუქციის გამრავალფეროვნებასდა საკუთარი მაღაზიის გახსნას.