სვანი მოსწავლეების საინფორმაციო კამპანია ფოთლების წვის წინააღმდეგ

30 ოქტომბერს სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მორიგი საინტერესო სათემო აქცია განახორციელა. შემოდგომის დადგომისთანავე სოფელში მნიშვნელოვანი პრობლემა იჩენს თავს - მოსახლეობა აგროვებს ფოთლებს და წვავს მათ ეზოებსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. სმოგი მთლიანად ედება სოფელს და მაცხოვრებლები  შეისუნთქავენ ამ მავნე ბოლს.

იმისათვის რომ, ჯერ მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ რატომ  არის  დაუშვებელი ფოთლების დაწვა, მათ უნდა ჰქონოდათ სრული ინფორმაცია. სწორედ ამიტომ ეკოკლუბის მოსწავლეებისთვის მოეწყო  საინფორმაციო ანიმაციური ფილმის ჩვენება, რასაც მოჰყვა დისკუსია  და გეგმის შედგენა თუ როგორ უნდა მიეწოდებინათ მოსახლეობისათვის ინფორმაცია ფოთლების დაწვის მავნე ზეგავლენის შესახებ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

წარმოდგენულ ბმულზე იხილეთ აღნიშნული ფილმი:  https://www.youtube.com/watch?v=qEMJwV1p-Pw

შემუშავდა გეგმა,რომ დაბეჭდილიყო ბუკლეტები და ყველა ოჯახში შეეტანათ ცნობა პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ეკოკლუბელებმა ფარის თემში შემავალი 5 სოფელი გაინაწილეს სამუშაოდ და თითოეულ ოჯახში შეიტანეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია ფოთლების დაწვის მავნე ზეგავლენაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული ჯარიმის შესახებ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელი ხაზის შესახებ.

მოსწავლეები მოსახლეობას სთავაზობდნენ ალტერნატიულ გამოსავალს, რომ ფოთლების დაწვის ნაცვლად გამოყენებულ იქნას ორგანულ სასუქად. ბუკლეტებში დაიბეჭდა ინფორმაციო ფოთლების კომპოსტირების წესის შესახებ. 

ფარის თემის 70 ოჯახში, ეკოკლუბელებმა მიიტანეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც თემის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.