მცხეთა-მთიანეთში ფასანაურის # 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მოენახულებინათ არაგვის ხეობაში უმოწყალოდ მოჭრილი ხეები. რომელიც მაღალი ძაბვის ანძების განსათავსებლად გაჭრა ხელისუფლებამ. მოგეხსენებათ რომ არაგვის ხეობაზე გადის ახალი ხაზი.
მოსწავლეები ნახეს მოჭრილი უნიკალური ჯიშის ხეები: მუხა, ნაძვი, იფანი და ა.შ. ასევე მოინახულეს ტყის გაჩეხის შემდეგ ეროზირებული ნიადაგი, ჩამოშლილლი კლდეები და დამეწყრილი ადგილები.
"ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი ს განხორციელება აუცილებელი იყო, მაგრამ ხეების უკონტროლო ჭრა მთას სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს" - ამბობენ ფასანაურელი ბავშვები.
მოსწავლეებმა იმსჯელეს არსებულ მდგომარეობაზე, საფრთხეებზე რომელიც მოსალოდნელია ხანგრძლივი ზამთრისა და დიდთოვლობის შემდგომ ხეობაში მცხოვრები ადამიანებისათვის. მთა ისედაც დაცლილია.მოსახლეობას რომელიც ხეობაში ცხოვრობს თანადგომა ჭირდება.
ფასანაურელმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს შეხვდენ თემის გამგებელს და გააცნონ ხეობაში არსებული სიტუაცია.