ხაშურის სოფელ ოსიაურის სკოლის ეკოკლუბმა CATTLE EXPO-ში მიიღო მონაწილეობა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა GlobalTeens, მონაწილეობა მიიღო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ,,მესაქონლეობის ექსპოში" (CATTLE EXPO).

ღონისძიება ჩატარდა თბილისში, იპოდრომზე. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული რძის პროდუქტები. ასევე ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გათამაშება, სადაც ერთ-ერთი პრიზის მფლობელი ოსიაურის სკოლის ეკოკლუბის წევრი გახდა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში.