1996 წელს შავი ზღვის აუზის 6 ქვეყნის (უკრაინა, რუსეთი, რუმინეთი, თურქეთი, ბულგარეთი და საქართველო) წარმომადგენლებმა სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი 1997 წლიდან აღინიშნება საქართველოში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N 3 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები". გეოგრაფიის პედაგოგმა ლია ანთაძემ ჩაატარა აღნიშნული კონფერენცია მე-10 ბ კლასის ჩართულობით.
სპეციალურად ამ თემაზე მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი, ბუკლეტები და პლაკატი. მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება შავი ზღვის დაბინძურებასთან და ეკოსისტენების დაცვასთან დაკავშირებით . მოხდა ფილმის განხილვა, შედგა საუბრები თუ რა კატასტროფული შედეგები მოაქვს ზღვის ეკოლოგიურ დაბინძურებას გარემოზე. დაისახა მდგარდი განვითარების მიზნები. ერთ-ერთ აქტივობად დაიგეგმა შავი ზრვის სანაპიროს დასუფთავება. ამ შეხვედრაზევე გადაწყდა ეკოკლუბის შექმნა, რომლის მონაწილეები შეირჩა.