2019 წლის 23 ოქტომბერს, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, ქუთაისის კერძო სკოლა „ღონე ქვეყნისა“-ში შექმნილი ეკოკლუბის „ღონე ქვეყნისა“ წევრებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების მართვის განყოფილების მიერ გამოყოფილი ტერიტორია დაასუფთავეს.
აქციაში ეკოკლუბის წევრებთან (მათი ინიციატივით) ერთად, მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეების ბებია-ბაბუებმა. ასევე, აღნიშნული განყოფილების ხელმძღვანელმა ბატონმა არჩილ ტყაბლაძემ და პედაგოგებმა.
აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მეეზოვეების საქმიანობის მნიშვნელობის გაცნობიერება და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხში. სკოლის მოსწავლეებმა მერიის აღნიშნულ სამსახურს მადლობის წერილი გაუგზავნეს ეკოკლუბის სახელით დახმარებისათვის და გულისხმიერებისათვის.
აღნიშნული აქტივობა ემსახურება მდგრადი განვითარების მე-6 და მე-17 მიზანს.