მილისხევის (ხევისწყლის) მდებარეობს დიდ დიღომს და სოფელ დიღომს შორის, ანუ დაახლოებით დიღმისველის კერძო დასახლებაში. მდინარე არის ნაკლებად ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩრდილო-აღმოსავლეთ თბილისის მასშტაბით. იწყება ჭილის მთის (1142 მ. ზ. დ.) მიმდებარედ, და მტკვარში დიღმის ჭალებთან ახლოს ჩაედინება.
როგორც თბილისის ქართულ-გერმანული კერძო სკოლა "სხივის" ეკოკლუბი გვატყობინებს, დიღმისველის დასახლებაში ისინი მუდამ ხედავენ ქაოტური მშენებლობის მინუსებს - ამ რაიონში ძალიან ბევრი დაუკანონებელი და ავარიული მრავალსართულიანი კორპუსია.
"მთელი დიღომი ამ ქაოტური მშენებლობის გამო საფრთხის ქვეშ იმყოფება. ლუარსაბ ანდრონიკაშვილისა და 13 ასურელი მამის ქუჩებს შორის მდებარე ხიდთან ახლოს ძალიან დიდი, სამშენებლო ნარჩენებით სავსე ნაგავსაყრელია. 2019 წლის იანვარში საბურთალოს გამგეობამ პრობლემის აღმოფხვრა სცადა, თუმცა შედეგად კიდევ უფრო ცუდ სურათს ვხედავთ - ნაგვის ნახევარი პირდაპირ მდინარის ხეობაში გადააგდეს და ამით გზა გადაუღობეს.
თუ ამ პრობლემას დროულად არ მივაქცევთ, შედეგი შეიძლება ძალიან სავალალო აღმოჩნდეს, რადგან სოფელ დიღომში დღესაც ხდება წყალმოვარდნები და მათ რიცხვმა შეიძლება ბევრად იმატოს" - აცხადებენ სკოლა "სხივის" მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ძალებით განახორციელეს ამ ტერიტორიების მონიტორინგი.