მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის კონკურსის შედეგად დაგროვილი გამოცდილება გაუზიარა მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის მე-2 და ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრის ფარგლებში, ეკოკლუბის წევრებმა და ხელმძღვანელმა პედაგოგმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მოგვარდა თემსა და სკოლაში ეკოკლუბის საქმიანობის შედეგად, ასევე იმ მიღწევებზე, რაც კლუბმა კონკურსში მონაწილეობის ფარგლებში მოხერხდა.
კლუბის ხელმძღვანელმა აღნიშნული სკოლის პედაგოგებს, რომლებიც არიან კლუბის ხელმძღვანელები გააცნო ის დეტალები, რაც კლუბის შექმნისას არის გასათვალისწინებელი. ესენია: წესდება, ლოგო და სარეგისტრაციო ფორმა. ასევე მიეცათ რჩევები ბლოგის შექმნასა და წარმოებასთან დაკავშირებით.
დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებაც, რომელსაც უახლოეს პერიოდში განახორციელებენ სვანეთის რამდენიმე თემში.
აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს სკოლებს შორის თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას და მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს.