თბილისის 191-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,, გესამანიე" აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებასა თუ ორგანიზაციასთან. ეკოკლუბი ამჯერადაც ჩაერთო თბილისის 107 -ე ბაღ "გვირილასთან" და რამდენიმე აქტივობა დაგეგმა საშემოდგომო ღონისძიებაზე, სადაც მოწვეულნი იყვნენ გლდანი/ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.
ეკოკლუბმა ბაღის აღსაზრდელებთან ერთად დეკორატიული ყვავილებით შეამკო ბაღის მიმდებარე ტერიტორია. ასევე, ეკოკლუბის აქტიური წევრი სიტყვით გამოვიდა ბაღის დასკვნით ღონისძიებაზე .
ეკოკლუბის ინიციატივით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სკოლასა და ბაღს შორის, რამაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გამგეობის წარმომადგენლებს შორის.
მემორანდუმს ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს ამ დაწესებულებების დირექტორებმა და ეკოკლუბ ,, გესამანიეს" წარმომადგენელმა. ეს მემორანდუმი საწყისად შეიძლება ჩაითვალოს იმ დიდი მეგობრობისა, რომელიც მოიაზრებს: საინტერესო, გასართობ და შემეცნებით სემინარებს, მინილექცუებს. სხვადასხვა სახის გამცვანების აქციას და სხვა ერთობლივად დაგეგმილ აქტივობებს.
ეს აქტივობა მოიცავს მდგრადი განვითარების მე-4, მე-11, მე-13, მე-15, მე-16 და მე-17 მიზნებს.