დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოს სკოლა ნიკო კეცხოველის გზაზე

2019 წლის 15 ოქტომბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,მარადმწვანე", რომლის დევიზია - ,,უკეთესი მომავლისთვის", ჩაერთო ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ში.

აღნიშნული კლუბის შექმნამ დიდი ინტერესი გამოიწვია სასკოლო საზოგადოებაში. ამიტომ ეკოკლუბის წევრებმა  2019 წლის 18 ოქტომბერს  ჩაატარეს შეხვედრა /სემინარი  სკოლის დაინტერესებულ პირებთან, მოსწავლეთა  თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ნიკო კეცხოველის ბიოგრაფიამ და ტიტულებმა. მიიღეს ამომწურავი პასუხები კითხვებზე:  რა არის მდგრადი განვითარება?,  რას ნიშნავს თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის?, რა გეგმები აქვს ,,მარადმწვანეს"? და ა. შ.

მოსწავლეებმა გამოთქვეს სკოლის ეკოკლუბის მხარდამჭერი ჯგუფის შექმნის სურვილი.