სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ლელოვნის სკოლის მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მოსაპოვებელ კონკურსის ფარგლებში შეისწავლეს რაიონში არსებული აგრო-მაღაზიის პროდუქცია.
მაღაზიაში ნახავთ სათესლე მასალებს, სხვადასხვა სახის სასუქებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, ვეტერინარულ პრეპარატებს, პირუტყვის საკვებს, აგრო მანქანებსა და ინვენტარს, სარწყავ სისტემებსა და სამეურნეო იარაღებს.
რაიონის მოსახლეობას ძირითადად, მოჰყავთ კარტოფილი, ლობიო და სიმინდი. სხვა საკვები პროდუქტები
კი ნაკლები რაოდენობით. სწორედ ამიტომ ამ კულტურებისათვის საჭირო მასალები უფრო გაყიდვადია. ბოსტნეულის თესლებიდან მოსახლეობა კარტოფილს ყიდულობს, რიგ შემთხვევებში კილოგრამში 3 ლარამდე თანხის გადახდა უწევთ. კარტოფილიც სხვადასხვა სახეობებისაა ,დაახლოებით 20-მდე, თუმცა ყველაზე მეტად მოთხოვნადია „პიკასო“, „ფალუკა“, „ამბიშენი“ და „,არნოვა“.
სასუქებიდან მაღაზიაში აღმოჩნდა ნიადაგის და წყალში ხსნადი სასუქები, როგორიცაა სტიმუფუნგი. მცენარეთა დაცვის საშუალებებიდან მრავლად იყო ჰერბიციდების, ფუნგიციდების და თესლის შესაწამლი საშუალებების არჩევანი. მოთხოვნადი ტოტალური მოქმედების სისტემური ჰერბიციდია „კლინი“, „მაისტერი“ კი აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი ჰერბიციდია სიმინდის ნათესებისთვის, ერთწლიანი და მრავალწლიანი ფართოფოთლიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ. სათესი მასალის შესაწამლად
მოსახლეობა უმეტესად იყენებს „სელესტოპს“.პირუტყვის საკვები პროდუქტები იყო როგორც რძის შემცველობის, ასევე კომბინირებული და პრემიქსები.