"თბილისის დამოუკიდებელი გიმნაზია შავნაბადას" ეკოკლუბელების ინიციატივით სკოლის ეზოში მოხდა საჯარო განხილვა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, რომლისთვისაც დამზადებული იყო სპეციალური სტენდი წარწერით: "იაქტიურე და შეცვალე მსოფლიო".
პრეზენტაციის მერე მსმენელთთვის ჩატარდა სახალისო აქტივობა "მდგრადი განვითრების კომპასი", რომელიც მოიაზრებდა ბავშების მიერ მოსმენილი ინფორმაციის საფუძველზე სწორი შესაბამისობისა და დაწყვილების პოვნას. თამაში საკმაოდ მხიარული და სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისთვის და გამოვლინდა გამარჯვებულიც, რომელმაც მდგრადი განვითარების სიმბოლოები ზუსტად და უშეცდომოდ 25 წამში დაალაგა (ლუკა ჭილაია).
გამარჯვებულ მოსწავლეებს დაურიგდათ წიგნის სანიშნეები, სადაც მდგრადი განვითარების მიზნები იყო გამოსახული.