საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთას საჯარო სკოლის ეკოკლუბის სახელითა და ინიციატივით, სკოლაში ჩატარდა კლიმატური მარში, რომელიც საერთაშორისო, გლობალურ გაფიცვას შეურთდა.
მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს პოსტერები და სხვადასხვა საჭირო მატერიალები. მარშის განმავლობაში, ისმოდა შეძახილები. ასევე, კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა გრეტა თუნბერგისა და გაფიცვის მიზნების შესახებ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, გაკეთდა მცირე მედია-ჯგუფი, რომლებმაც მოამზადეს ვიდეოკლიპი და ტელეგადაცემა, რომელიც გავრცელდა, სოც.ქსელში.
მარშის განხორციელებას მხარი დაუჭირა “350.org “ორგანიზაციამ და ასევე “ვინ’მე”-მ, რომლის სიმღერის ტექსტის ინტერპრეტაციითაც შეიქმნა მარშის შეძახილი.
მარშში მონაწილეობას იღებდა, სკოლის 100-მდე მოსწავლე და მასწავლებელი.