კეცხოველის სასკოლო კონკურსში იმერეთიდან სოფელ წყალაფორეთის სკოლის გუნდიც ჩაება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2020" ჩაერთვნენ. აღსანიშნავია, რომ ეს სკოლა პირველად იღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში და მოსწავლეებს დიდი მიზნებიც გააჩნიათ.

ბავშვებმა ჩამოაყალიბეს ეკოკლუბი ,,ბუნების მგოსნები". კლუბის ლიდერი მასწავლებლისაგან მოისმინეს ამომწურავი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები. დასახეს გეგმები, გაინაწილეს ფუნქციები და გაეცნენ კონკურსში ქულების დაგროვებისა და აქტივობების განხორციელების წესებს.

წყალაფორეთის სკოლის გუნდის პირველი სამუშაო შეხვედრის აქტივობა გამომდინარეობდა მდგრადი განვითარების მე-17 მიზნიდან. მიზანი 17 - პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.