შიდა ქართლის სკოლები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ბოლო დროს განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. თანაკუთხელებს არც ხაშურელი მოსწავლეები ჩამორჩებიან.
ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა, რომელიც კეცხოველის სახელობის კონკურსის ახალი მონაწილეა, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე ქალაქ ხაშურის მერიის აიპ ხაშურ-სერვისის უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობის და მართვის განყოფილებაში სტუმრობით აღნიშნა.
აღნიშნული განყოფილების თანამშრომლებმა გულითადი მასპინძლობა გაუწიეს ეკოკლუბს და პასუხი გასცეს მოსწავლეთა მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
აქტივობის განხორციელება ემსახურებოდა მდგრადი განვითრების N15 და N17 მიზნების მიღწევას.