ქალაქ ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის ეკოკლუბ ,,ეკომეცენატების'' ინიციატივით სკოლაში გამწვანების აქცია დაიგეგმა. ყველა კლასს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეტანა სკოლის ეზოს გამწვანებაში.
"მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა და გვსურს, რაც შეიძლება მეტად ვიზრუნოთ ჩვენი სკოლის იერსახეზე. ჰაერის დაბინძურების საკითხი ძალზე სერიოზულად დგას და იმედი გვაქვს, რომ თუნდაც ერთი ხის დარგვით შვძლებთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მდგომარეობის გაუმჯობესებაში'' - აღნიშნეს ეკოკლუბელებმა.
სამომავლოდ ასეთი სახის აქტივობები გაგრძელდება არა მარტო სკოლის მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ეკოცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვის მიზნით კლუბის წევრები კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლებთანაც აქტიურად თანამშრომლობენ. სწორედ მათ გადასცეს სკოლას სხვადასხვა ჯიშის ნერგი და მიმდებარე ტერიტორია გაალამაზეს. კლუბის წევრებმა აიღეს პასუხისმგებლობა,რომ გაუფრთხილდნენ და მოუარონ ნარგავებს, რათა სკოლის ტერიტორიაზე ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს.