ქალაქ სენაკის წმინდა ალლექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბმა ჩაატარა აქცია, რომელიც მიეძღვნა ნაადრევ ქორწინებას. თემის აქტუალობა გამოიწვია, რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ფაქტმა. კერძოდ, გარდაბანში გეგოგრაფიის მასწავლებლის მიმართ გამოვლენილმა ძალადობამ, რომელმაც სწორედ ამ პრობლემის წინააღმდეგ გაილაშქრა.
აღნიშნულმა ფაქტმა დიდი მღელვარება გამოიწვია საზოგადოებაში და რათქმაუნდა, გიმნაზიელებშიც. კლუბის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, ნინო ძიგუამ მეგობრებს ჩაუტარა პრეზენტაცია, რომელშიც ისაუბრა ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე და ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობაზე, რომელიც იცავს მოზარდის უფლებებს. გაიმართა დისკუსია, რომელშიც მოსწავლეებმა უფლებების დარღვევაში განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს განათლების შეზღუდვას და ადამიანის ადგილის დაკარგვას საზოგადოებაში.
საუბრის ბოლოს, გაიმართა ფოტო აქცია, რომელიც მიმართული იყო ჰამიდ სადიხის მხარდასაჭერად. ფოტოები აიტვირთა სოციალურ ქსელში, რითიც მოსწავლეებმა, საკუთარი მოკრძალებული სათქმელი თქვეს.
ამ აქტივობით კლუბი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-4 და მე-5 მიზნებს, რაც მდგომარეობს ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფაში და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნაში ყველასთვის და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.