ლენტეხის სოფელ ჩოლურის სკოლა ნიკო კეცხოველის გზაზე

2019 წლის 10 ოქტომბერს სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა შექმნეს ეკოკლუბი სახელწოდებით ,,ლილე", რომლის ფარგლებშიც მოაწყვეს სამუშაო შეხვედრა და შეიმუშავეს ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020 -ის" სამოქმედო გეგმა. 

ეკოკლუბის წევრებმა ჩამოთვალეს და აღწერეს სკოლის ეკოკლუბის მიზნები, ამოცანები, საქმიანობები და მათი შესრულების პერიოდი საკონკურსო დროის ბოლომდე.

ეკოკლუბი გეგმავს მდგრადი განვითარების მე-9 მიზნის მიხედვით მდგრაგი ინფრასტრუქტურის შექმნას და ინოვაციების ხელშეწყობას. ამ მოსწავლეები ისინი განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივას რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პრობლემების აღმოფხვრასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას.