კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უნიკალური პარკია მსოფლიოში, რომლის შექმნის მიზანსაც წარმოადგენს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვა და შენარჩუნება. ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში დაიგემა და განხორციელდა აღნიშნული აქტოვობა შარშანდენლი ნახევარფინალისტებისათვის, რომლიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასდა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საღანძილე, ბაზალეთი, მარელისი, კიცხი, ბორი, ბორითი, ლეღვანი და დაბის # 2 საჯარო სკოლა.
ეკოკლუბელებმა მოინახულეს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში განთავსებული საგამოფენო სივრცე, მოისმინეს მინილექცია ვიზიტორთა სამსახურის წარმომდგენლის მიერ და გაისეინეს პანტომით პალიასტომის ტბაზე და მდინარე ფიჩორის ხეობაში. ასევე დაათვალიერეს ნიკო ნიკოლაძის მუზეუმი, ფოთის საკათედრო ტაძარი და საზღვაო შუქურა.
აღნიშნული ღონისძიება გააშუქდა გაზეთ "ჩემი იმერეთის" მიერ და etaloni.ge -ზე