ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბი შეურთდა “წითელი ჯვრის ჭიათურის ფილიალის ინიცირებულ აქციისათვის სამზადის. აქციის სახელწოდებაა “ერთი კარტოფილის აქცია“, რაც გულისხმობს გაჭირვებული ოჯახების დახმარებას, ამ შემთხვევაში იმ პროდუქტით, რომელიც ყველა ოჯახშია.
უშუალოდ აქცია მიზნად ისახავს თითოეულმა სკოლის მოსწავლემ მოიტანოს ერთი ცალი კარტოფილი, რაც შეგროვებული სახით ბევრ ოჯახს დაეხმარება.
ჭიათურის ეკოკლუბის წევრები არიან საინიციატივო ჯგუფში და უშუალო მობილიზებას უწევენ აღნიშნული პროდუქტის შეგროვებასა და შემდეგ უკვე ფილიალის მიწოდებას.