19 ოქტომბერს ვახტანგ პაპუნაძის სახელობის დაბა ქედის სკოლის ეკოკლუბ "კოინდარი"-ს წევრები, ლაშა შარაძე, ანანო ავალიანი და მაი დიასამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შშმ პირებთან დაკავშირებით ,,MAC Georgia" და ,,მშვიდობის კორპუსის" თანამშრომლობით ჩატარებულ პროექტ "მოდი ვითამაშოთ ერთად" მონაწილეება მიიღეს როგორც მოხალისეებმა.
მათ გაატარეს ერთი დღე შშმ ბავშვებთან, ჩაერთნენ აქტივობებში და ეხმარებოდნენ მათ სხვადასხვა დაპრკოლებების გადალახვაში.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი სადაც ისწავლეს თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ შშმ ბავშვებს და რა მოემოქმედათ მათთან კრიტიკულ სიტუაციაში.
მოხალისეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.