სამუშაო შეხვედრა ჩხორუწყუს სოფელ კირცხის N1 სკოლის ეკოკლუბში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბი "კირცხი და ძელქვები", ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში მონაწილეობას წელსაც აგრძელებს. 

კლუბის შემადგენლობა არ იცვლება.  ეკოკლუბელები უკვე ორი წელია ამ კონკურსში  მონაწილეობენ.   კირცხელმა მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს მდგრადი განვითარების მიზნების და ამოცანების მნიშვნელობა. იციან, რომ თავიანთი მუშაობით წვლილი შეაქვთ მსოფლიოს მდგრად განვითარებაში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. "ჩვენთვის მსოფლიო ჩვენი სოფლიდან იწყება"-  ამბობენ ისინი.

ეკოკლუბელებმა სიმბოლურად ჩაიცვეს კეცხოველის კონკურსის ბრენდირებული მაისურები და მთელ სკოლას ამცნეს, რომ მუშაობას აგრძელებენ. მათი სამუშაო გეგმა მრავალმხრივია და ის მდგრადი განვითარების თითქმის ყველა მიზანს ეხება. 

ეკოკლუბელები იმედოვნებენ რომ უახლოეს ხანში მოიძიებენ პარტნიორებს, მეგობრებს და მე-17 მიზნის შესაბამისად მათთან ერთად იმუშავებენ.