კამპანია "მეგობრული გაფრთხილება" ქარელის N2 სკოლაში

18 ოქტომბერს ქალაქ ქარელის N2 სკოლის ეკოკლუბმა "სკაუტებმა" მორიგი საინტერესო და ორიგინალური კამპანია წამოიწყო. მათი ინიციატივით სკოლის ტერიტორია დაიყო პატარ-პატარა სეგმენტებად და გაუნაწილდა კლასებს. 

ამიერიდან სკოლის მოსწავლეებს მოუწევთ განსაკუთრებთ იზრუნონ მათი კლასისთვის გამოყოფილ სივრცეზე - გაამწვანონ, არ დაუშვან რომ ვინმემ დაანაგვიანოს და სხვა... 

სკოლის ეკოკლუბის წევრები უწყვეტ რეჟიმში დააკვირდებიან სკოლის ეზოს, ყოველი დღის ბოლოს აღრიცხავენ არსებულ მდგომარეობას. კამპანია "მეგობრული გაფრთხილება" ამიერიდან სკოლის ტერიტორიაზე ამოქმედდება.