ლენტეხის სოფელ ხოფურის სკოლის ეკოკლუბი სიღარიბის წინააღმდეგ!

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ლემშვანიერას''წევრებმა  2019 წლის 17 ოქტომბერს აღნიშნეს სიღარიბის ლიკვიდაციისათვის ბრძოლის საერთაშორისო  დღე.

როგორც ვიცით, მდგრადი განვითარების პირველი მიზანის მიხედვით სიღარიბის დაძლევა ერთერთი მთავარი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოში, ვინაიდან სიღარიბე ეს არის ნორმალურ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უუნარობა, ასეთი ცხოვრებისათვის ჩართვაში საჭიროა ფინანსური რესურსებისა ფლობა, ღარიბებს კი სამწუხაროდ ეს რესურსი არ გააჩნიათ.

მოსწავლეებმა თემის წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოში სიღარიბის დაძლევის შესახებ გატარებული რეფორმებზე და ამ რეფორმების აუცილებლობაზე.